ფეხბურთი

18:20 | 11.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე თურქული გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

შოთა არველაძე „კარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია თურქული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა სპეციალისტმა ალფარსლან ერდემი შეცვალა, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის მაისიდან ავარჯიშებდა. კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არველაძესთან შეთანხმება მიღწეულია, შესაბამისად, მუშაობას შეუდგება, მისი დებიუტი კი 16 დეკემბერს, „ქაისერისპორის“ წინააღმდეგ შედგება.

შოთა არველაძე ბოლოს „ჰალ სიტიში“ მუშაობდა, ხოლო თურქეთში ის „ქაისერისპორის“, „ქასიმპაშას“ და „ტრაბზონსპორის“ თავკაცი იყო. მას ასევე გაუწვრთნია თელ ავივის „მაკაბი“ და ტაშკენტის „ფახთაქორი“. შოთა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 4 წელი თურქულ „ტრაბზონსპორში“ თამაშობდა.

„კარაგუმრუქი“ თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.122423