ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში „სარაგოსამ“ „ბარსელონას“ 101:99 აჯობა და მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა.
არაგონელთა ახალწვეულმა თად მაკფადენმა შესანიშნავად ითამაშა, რომელმაც 19 წუთში 16 ქულა და 2 პასი დააგროვა. თადმა 1-დან 1 ორქულიანი, 5-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„სარაგოსა“ 5 მოგებით და წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 დეკემბერს, „პალენსიას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.