ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ბასკონიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 100:104 დამარცხდა.
კანარიელებს მეორე პერიოდის ჩაგდება ძვირად დაუჯდათ, რომელიც 19:34 წააგეს და ეს გარდამტეხი სხვაობა გამოდგა.
გიორგი შერმადინმა 29 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.
„ტენერიფეში“ 27 ქულით, 4 მოხსნით და 7 პასით ხაიმე ფერნანდესი გამოირჩა, ხოლო „ბასკონიას“ 25 ქულით და 4 მოხსნით ვანია მარინკოვიჩმა ულიდერა.
„ლენოვო ტენერიფე“ 6 მოგებით და 7 წაგებით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 დეკემბერს, სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდება.