„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს ახალ კონტრაქტზე პრაქტიკულად მოურიგდა. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
ნეაპოლური გამოცემის ცნობით, ნიგერიელი კონტრაქტს 2 წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი ხელფასიც მკვეთრად გაიზრდება - სეზონში 10 მილიონი ევრო, რასაც ბონუსებიც დაემატება.
„აძურის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იმედოვნებს, რომ ოსიმენი კონტრაქტს ხელს იანვრის დასაწყისში მოაწერს, აფრიკის თასამდე, სადაც ვიქტორს ნიგერიის ნაკრებში სათამაშოდ წასვლა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ამჟამად მისი კონტრაქტი ძალაში 2025 წლის 30 ივნისამდეა.