ფეხბურთი

1:05 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსმა“ მოიგო. მიქაუტაძე ისევ სათადარიგო იყო

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-15 ტურში, „აიაქსმა“ „სპარტას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-8 წუთზე ბრაიან ბრობიმ გახსნა, 42-ზე კი სტივენ ბერგვეინმა პენალტით მეორე ბურთი გაიტანა. შესვენების შემდეგ სტუმრთა ალჟირელმა, კამილ ნეგლიმ ერთი საპასუხო გაიტანა.

აიაქსელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე ისევ სათადარიგო გახლდათ.

15 მატჩის შემდეგ „აიაქსი“ 24 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

0.111971