ფეხბურთი

13:01 | 9.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ყველაფრისთვის მზად ვიყავით, ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ"

„ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ხეტაფესთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დასანანი მარცხი განიცადეს, მაგრამ ახლა მომდევნო თამაშზე უნდა იფიქრონ.

„ძალიან რთული მატჩი იყო. სამწუხაროა, მაგრამ ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ორი წარმოუდგენელი წითელი ბარათი მივიღეთ. პაულისტას მგონი მსაჯისთვის არაფერი უთქვამს, მეორე მომენტში კი არაფერი დამინახავს. ვიცოდით, რომ ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია და ბორდალასი ძალიან კარგი მწვრთნელია. ყველაფრისთვის მზად ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ, სამწუხაროა, რომ წავაგეთ“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 21 გოლი აქვს გაშვებული, კარი მშრალად კი 5-ჯერ შეინახა. ის ლა ლიგამ მეორედ დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

„ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ რუბენ ბარხას გუნდმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა.

0.113505