იტალიურმა მედიამ „იუვენტუსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. ამჯერად ქართველ ფეხბურთელს დაბალი ქულები ერგო, რადგან პირველ ტაიმში გაცუდებული მომენტი ძვირად ფასობდა.
Eurosport 5 ქულა: „შჩესნისთან პირისპირ დარჩენილმა უჩვეულოდ ვერ გამოიყენა მომენტი პირველი ტაიმის შუაში. მერე რეაგირების გამო ყვითელი ბარათი მიიღო და ძალაუნებურად თამაშიდან გაქრა, რაც ნამდვილად არ შეიძლებოდა“.
Sportmediaset 4.5 ქულა: „ოსიმენის პასის შემდეგ ბურთის მხოლოდ კარში გადაგზავნა იყო საჭირო, მაგრამ ქართველმა ყველაფერი გააფუჭა და მაღლა დაარტყა. ეს წარმოუდგენელი შეცდომა იყო. პირველი ტაიმის ბოლოს გატისკენ გადაგდებული ბურთის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო“.
OaSport 5 ქულა: „ფაქტობრივად პენალტი დაარტყა მოძრაობაში, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ოსიმენმა დიდებული პასი მისცა. „ნაპოლის“ გარემარბი შჩესნის წინ მარტო იყო, მეკარე წინ გამოდის, ქართველი კი ბურთს მაღლა წევს და გამოვიდა, რომ ძალიან მაღლაც. საშინლად დაარტყა და საოცარი შესაძლებლობა დაკარგა“.
Sport.virgilio 5 ქულა: „კვარადონას სასოწარკვეთილი ეძებს. ოსიმენმა მას შოკოლადი მიართვა, მაგრამ ქართველმა შჩესნის წინ უადვილესი გოლი ვერ გაიტანა“.
Tuttomercatoweb 5 ქულა: „იყვანენ, ორმაგად და სამმაგადაც იყვანენ. შედეგი: აჩერებენ და ნერვიულობს. პირველ ტაიმში გააცუდა მომენტიც, რომელიც ფაქტობრივად გოლი იყო. იმედგაცრუების ყვითელი ბარათიც მიიღო. მაღალ დონეზე არ იყო“.
Calciomercato 5 ქულა: „28-ე წუთზე ოსიმენის პასის შემდეგ შჩესნის პირისპირ დარჩა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა. დრო ჰქონდა ყველაფრისთვის, თუმცა წარმოუდგენელია, რომ ძალიან მაღლა დაარტყა“.
Tuttonapoli 4.5 ქულა: „წარმოუდგენელი შეცდომა 28-ე წუთზე ოსიმენის შოკოლადივით პასის შემდეგ. ბევრი იფიქრა და შეცდა. შემდეგ ნერვიულობა დაიწყო და თამაშიდან გაქრა. ეს გამოუყენებელი მომენტი ლოდივით იწონის“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლიმ“ ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მესამედ წააგო, სერია A-ში კი მეორედ და 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „კალიარის“ უმასპინძლებს. თუმცა, იქამდე „აძური“ 12 დეკემბერს, „ბრაგას“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში შეხვდება.