გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურში „კარლსრუე“ სტუმრად „ჰანოვერს“ დაუზავდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ბოლო ორ მატჩში 3 გოლის შემდეგ გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ქართველს შანსი პირველივე წუთიდან მისცა. „კარლსრუე“ 72-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო.
ზივზივაძე 76-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი წინ იყო (2:1), მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა და ფრეს დასჯერდა - 2:2. ბუდუმ გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა არ ჩაუთვალეს.
ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. „კარლსრუე“ 18 ქულით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 დეკემბერს, „ელვერსბერგს“ უმასპინძლებს.