ფეხბურთი

16:08 | 8.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მილანის „ინტერი“ ლაუტარო მარტინესთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან.

ლაუტაროს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, რომელსაც სავარაუდოდ, ორი წლით განაახლებს, ხელფასის სახით კი სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს.

არგენტინელი თავდამსხმელი „ინტერს“ 2018 წელს „რასინგიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 257 შეხვედრაში 117 გოლის გატანა მოახერხა.

0.117446