თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია.
„ვფიქრობ, რომ ამჟამად ჩალჰანოღლუ სერია A-ში ნამდვილად საუკეთესო ნახევარმცველია და ალბათ, მსოფლიოშიც. რაც შეეხება კენან ილდიზს, ვისურვებდი, რომ მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს. შეუძლია სხვა გუნდებშიც გაიზარდოს, თუ „იუვეში“ სათამაშო დროს ვერ მიიღებს“, - თქვა მონტელამ.
შეგახსენებთ, რომ მონტელა ჩალჰანოღლუს კარგად იცნობს, რადგან თურქეთის ნაკრებამდე მასთან "მილანშიც" მუშაობდა.