ფეხბურთი

11:05 | 8.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "არ მინდა ტყუილი ვთქვა, კარიერის დასრულების შემდეგ ჩემს მომავალს "იუვეში" ვხედავ"

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს, თუმცა ჯერ არ იცის, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იმუშავებს.

„არ მინდა, მატყუარა ვიყო, ჩემს მომავალს „იუვენტუსში“ ვხედავ. არ ვიცი, რა პოზიციაზე, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი გავატარე. დღემდე ძალიან მიჯაჭვული ვარ კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ კარგი სეზონი აქვთ. მოუთმენლად ველოდები ტურინში, თამაშზე დაბრუნებას, მაგრამ არ მეჩქარება. ამერიკაში ცხოვრებით ოჯახთან ერთად ვტკბები. მინდა, ფეხბურთში მენეჯმენტის სფეროში ვიმუშაო, მწვრთნელობა საქმისადმი დიდ თავდადებას მოითხოვს და ახლა ამის სურვილი არ მაქვს“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსის“ ღირსებას 2005-2022 წლებში იცავდა და გუნდის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესამე ადგილზეა. კიელინი ამჟამად "ლოს ანჯელესში" თამაშობს, რომელიც MLS-ის ფინალშია გასული.

0.110709