ფეხბურთი

14:52 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა" ენდრიკს ბრაზილიის ჩემპიონობა მიულოცა

მადრიდის „რეალმა" „პალმეირასის" 17 წლის თავდამსხმელ ენდრიკს ბრაზილიის სერია A-ში გამარჯვება მიულოცა.

„გილოცავთ ზედიზედ მეორე გამარჯვებას ბრაზილიის ჩემპიონატში! ბოლო მატჩში შენი გოლი „პალმეირასს“ დაეხმარა დამსახურებული ტიტულის მოპოვებაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ შენით!" - წერია „რეალის“ ოფიციალურ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ენდრიკმა ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „კრუზეირუს“ გოლი გაუტანა. თამაში ფრედ - 1:1 დასრულდა, რაც საკმარისი გამოდგა „პალმეირასის“ ჩემპიონობისთვის.

ენდრიკმა ბრაზილიის სერია A-ში სეზონი 11 გოლით დაასრულა. მათი უმეტესობა მან ტურნირის ფინალურ მონაკვეთში გაიტანა: ექვსი გოლი ბოლო რვა მატჩში. გარდა ამისა, ენდრიკი გახდა ისტორიაში მეორე 17 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

ენდრიკი „რეალს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება. მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდება. „სამეფო კლუბთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

0.11886