„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ბირმინგემული კლუბის მიერ ინგლისის ჩემპიონატის მოგების შანსებზე ისაუბრა.
„სეზონის დასაწყისში ყოველთვის ბევრი პრეტენდენტია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 15 მატჩი ჩავატარეთ. წინ კიდევ ბევრი თამაშია. თუ ჩვენ გავაგრძელებთ გაუმჯობესებას მთელი სეზონის განმავლობაში - ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ ისე, როგორც ახლა ვაკეთებთ - შესაძლოა, გავხდეთ პრეტენდენტები, მაგრამ ამ მომენტში ეს ასე არ არის.
ვფიქრობ, მეტი დრო გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს საკუთარი თავის, მაგრამ ჯერ არ ვართ ტიტულის პრეტენდენტები. ახლა ასეა“, - ციტირებს ემერის სიტყვებს Birmingham Mail.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 ტურის შემდეგ, „ასტონ ვილა“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.
ოთხშაბათ საღამოს „ასტონ ვილამ“ პრემიერლიგის მე-15 ტურში, შინ ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი, „მანჩესტერ სიტი“ 2:1 დაამარცხა.