13:09 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა ლიგა 1-ის ორ მატჩს გამოტოვებს

პსჟ-ის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ორ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება. ამის შესახებ პარიზული კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

წყაროს ცნობით, იტალიელი მეკარე ლიგა 1-ის მე-14 ტურში „ჰავრთან“ (2:0) უხეში თამაშის გამო დასაჯეს. მე-10 წუთზე დონარუმამ მაღლა აწეული ფეხით სახიფათოდ ითამაშა და მეტოქეს მკერდში დაარტყა, რისთვისაც გააძევეს.

ამრიგად, 24 წლის მეკარე არ მიიღებს მონაწილეობას მე-15 და მე-16 ტურის მატჩებში, რომლებშიც პარიზელები „ნანტს“ (შაბათს, 9 დეკემბერს) და „ლილს“ (კვირას, 17 დეკემბერს) შეხვდებიან.

მიმდინარე სეზონში დონარუმამ პსჟ-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა. ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან ძალაშია 2026 წლის ივნისის ბოლომდე.

0.113452