ფეხბურთი

0:15 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

სექტემბერში შეწყვეტილი მატჩი გაგრძელდა და "აიაქსმა" მოიგო, მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს

30 სექტემბერს, 85-ე წუთზე შეწყვეტილი მატჩი „ვალვაიკსა“ და „აიაქსს“ შორის დღეს განახლდა.

მაშინ მასპინძელთა მეკარემ, ეტიენ ვაესენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა. სხვათა შორის, ის დღეს მოედანზე იყო. თამაში 85-ე წუთიდან გაგრძელდა, როდესაც „აიაქსი“ 3:2-ს იგებდა და მცირე დროში არაფერი შეცვლილა.

გიორგი მიქაუტაძე არც შეწყვეტილ მატჩში ყოფილა მოედანზე და არც დღეს მისცემია თამაშის შესაძლებლობა. „აიაქსმა“ მიმდინარე სეზონში სამი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ ქართველი ფორვარდი ყველა მათგანისთვის შეუმჩნეველი იყო.

„აიაქსმა“ ამ გამარჯვებით 21 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილამდე აღზევდა, მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს, „სპარტასთან“ შინ ჩაატარებს.

0.113339