ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ Sky Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ იცის, მომდევნო სეზონში ითამაშებს თუ არა ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“, მაგრამ ერთ დღეს ის აუცილებლად მოხვდება მსოფლიოს საუკეთესო 5 გუნდიდან ერთ-ერთში.
„ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია და მან წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა „ნაპოლის“ და ევროპულ ფეხბურთში. ჩემი აზრით, ძალიან რთული სეზონია „ნაპოლისთვის“ და თვითონ კვარაცხელიასთვის სპალეტის წასვლის შემდეგ, მაგრამ არ მგონია, რომ მას რაიმე განსაკუთრებული პრობლემები ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას უფრო ძლიერ ხასიათს ვიხილავთ.
არ ვიცი, მომდევნო სეზონში იქნება თუ არა, „ნაპოლიში“, მხოლოდ ის ვიცი, რომ კვარას ბედი მსოფლიოს საუკეთესო ხუთი გუნდიდან ერთ-ერთში თამაშია, მაგალითად, „რეალში“, „ბარსელონაში“ ან „მანჩესტერ იუნაიტედში“, - თქვა დი მარციომ.