Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ მიმდინარე სეზონში ისინი ერთმანეთს ვერ პოულობენ.
„შარშან ოსიმენმა კვარაცხელიას პასით 7 გოლი გაიტანა, მაგრამ ამ სეზონში ისინი ერთმანეთს ჯერჯერობით ვერ პოულობენ. რა თქმა უნდა, ტრავმებმა ამაზე გავლენა იქონია, მაგრამ მოედანზე არ ჩანს შეკრული წყვილის იმიჯი. დღემდე ერთადერთი მეტ-ნაკლებად დამამშვიდებელი ფაქტი ისაა, რომ ორივემ ერთად 10 გოლი გაიტანა და უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე ვლაჰოვიჩს და კიეზას (9), რომლებთანაც დაპირისპირება პარასკევს მოუწევთ“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ოსიმენს 6 გოლი აქვს გატანილი, კვარაცხელიას - 4. ნიგერიელმა ქართველის ერთადერთი გოლი გაიტანა „ლეჩეს“ წინააღმდეგ.