გერმანულ „ბაიერნში“ გადასვლის მიუხედავად, ესპანელი თავდამსხმელი ბრაიან სარაგოსა მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ისევ „გრანადაში“ გაატარებს.
როგორც ჟურნალისტი ფარბრიციო რომანო იტყობინება, სარაგოსამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
გერმანულმა გრანდმა „გრანადას“ ესპანელ ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაუხადა.
სარაგოსა ესპანურ კლუბში 2024 წლის ივლისამდე დარჩება, ხოლო „ბაიერნთან“ კონტრაქტი მას 2028 წლის ივნისამდე დააკავშირებს.
როგორც ადრე იტყობინებოდნენ, სარაგოსათი „ბრენტფორდი“ და „ლაიფციგი“ იყვნენ დაინტერესებული.
22 წლის ფეხბურთელი „გრანადას“ აღზრდილია და მან ამ კლუბში მთელი გზა განვლო აკადემიიდან ძირითად გუნდამდე.
საინტერესოა, რომ Transfermarkt-ი სარაგოსას 8 მილიონ ევროდ აფასებს.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში სარაგოსამ 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.