ფეხბურთი

11:04 | 6.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მწვრთნელი: "კვარაცხელიას და ოსიმენს სიმშვიდე აკლიათ"

იტალიელმა მწვრთნელმა ანდრეა აგოსტინელიმ განაცხადა, რომ სეზონის სტარტზე ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა სიმშვიდე დაკარგეს. ვალტერ მაძარი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ისინი საუკეთესო ფორმაში დააბრუნოს.

„მაძარიმ იცის, როგორ აგრძნობინოს ნდობა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, რომლებმაც ალბათ, ცოტათი თავდაჯერება და სიმშვიდე სეზონის დასაწყისშივე დაკარგეს. ორივეს სჭირდება ნორმალურ დონეზე დაბრუნება და მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რომ ისინი საუკეთესო ფორმაში ჩააყენოს“, - თქვა აგოსტინელიმ.

0.112863