ფეხბურთი

2:20 | 6.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" 97-ე წუთზე თრილერში მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში „არსენალმა“ „ლუთონი“ სტუმრად დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში გაბრიელ მარტინელის გოლით მეოცე წუთზე გაიხსნა, მაგრამ მასპინძლებმა 5 წუთში წონასწორობა აღადგინეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაბრიელ ჟეზუშმა „მეთოფეები“ ისევ დააწინაურა და სტუმრებმა ტაიმი მოიგეს.

მეორე ნახევრის სტარტი კი „არსენალისთვის“ ძალიან ცუდი გამოდგა, რადგან 8-წუთიან ინტერვალში „ლუთონმა“ ლონდონელთა კარში ორი გოლი გაიტანა და დაწინაურდა. თუმცა, მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან მალევე კაი ჰავერცმა გაათანაბრა.

არტეტას შეგირდებმა გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანეს, თავის გამოჩენა კი დეკლან რაისმა მოახერხა. „არსენალი“ 15 ტურის შემდეგ 36 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 დეკემბერს, „ასტონ ვილას“ ესტუმრება.

თეგებიარსენალი
0.113507