„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს ჯილდო მთელ ნეაპოლს და ხვიჩა კვარაცხელიასაც ეკუთვნის, რადგან ისინი ამას იმსახურებენ.
ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველა ჯილდო ჩემთვის არ მინდა. მე გუნდური მოთამაშე ვარ, პრიზს ვუნაწილებ კვარას, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც შარშანდელ წარმატებაში ფუნდამენტური იყვნენ. ეს ჯილდო მათ, სპალეტის, დე ლაურენტისს, ყველა გულშემატკივარს გადაეცემა: ისინი ამას იმსახურებენ. ეს ჯილდო მთელ ნეაპოლს წარმოადგენს, მე ვამაყობ, რომ მოვიგე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯერ კიდევ ივნისში, უშუალოდ სერია A-მ დაასახელა, ხოლო ფეხბურთელთა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესოს ჯილდოს უფრო ოსიმენი იმსახურებდა. აქვე გეტყვით, რომ სერია A და ფეხბურთელთა ასოციაცია სხვადასხვა ორგანიზაციებია. შესაბამისად, კვარაცხელიაც და ოსიმენიც არიან გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები, ოღონდ ერთი სერია A-ს ვერსიით, მეორე - ფეხბურთელთა ასოციაციის.