ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და „არსენალის“ გულშემატკივარმა, პირს მორგანმა, რომელმაც „ალ-ნასრში“ წასვლამდე ცოტა ხნით ადრე სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა კრიშტიანუ რონალდუსთან, კრიტიკული ციტატა დაწერა „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგზე.
„აქამდე როგორ არ გაათავისუფლეს ეს მასხარა?" – დაწერა მორგანმა ტვიტერზე.
ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასული ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. ნიდერლანდელის სადებიუტო სეზონის ბოლოს, მანკუნიანელებმა ინგლისის ლიგის თასი მოიგეს.
პირს მორგანი არის CNN-ის წამყვანი. ის ადრე მუშაობდა რამდენიმე პოპულარული ბრიტანული ტაბლოიდის მთავარ რედაქტორად, ხოლო გასულ ნოემბერში ინტერვიუ ჩაატარა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან, რომელიც რამდენიმე დღეში სენსაციად იქცა. პორტუგალიელმა საბოლოოდ დატოვა ინგლისური კლუბი ზამთარში და „ალ-ნასრს“ შეუერთდა, რომლის შემადგენლობაშიც დღემდე თამაშობს.