ფეხბურთი

14:58 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩიანო სპალეტი: „ევრო 2024-ზე იტალიის ნაკრებთან შეხვედრა არავის გაუხარდება“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ იტალიის ნაკრების სიძლიერეზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

„არავის არასოდეს გაუხარდება იტალიის ნაკრებთან თამაში. თუ ამას ჩვენი მეტოქეების თვალით შევხედავთ, იტალიის მოწინააღმდეგედ გადაყრა ნამდვილად არის ის, რაც არ შეიძლება იყოს ზეიმის მიზეზი. ევრო 2024-ზე ჩვენი ფეხბურთის დონე უნდა ვაჩვენოთ.

იტალია ყველა შეჯიბრში შესანიშნავი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება წინსვლა. როდესაც რინგზე გადიხარ, ბრძოლა არ მთავრდება პირველი დარტყმით. ტურნირის განმავლობაში საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინო“, - ციტირებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციიის პრესსამსახური სპალეტის სიტყვებს.

იტალიის ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს ალბანეთთან (15 ივნისს) ჩაატარებს, შემდეგ ესპანეთს (20 ივნისს) შეხვდება და ჯგუფური ეტაპის მესამე და ბოლო მატჩში (24 ივნისი) ხორვატიას დაუპირისპირდება.

0.115682