ფეხბურთი

12:39 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესმა საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა

„გრემიოს“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ჟურნალისტებთან საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა.

„მუხლს ბოლომდე ვერ ვასწორებ. ეს არის 2020 წელს ბარსელონაში ჩატარებული ოპერაციის შედეგი. გამოჯანმრთელებაზე სამი თვე ვიმუშავე, შემდეგ კი პანდემია დაიწყო და ბოლო თვე შინ მარტო ვმუშაობდი.

გამუდმებით ვგრძნობ დაჭიმულობას. კარგია, რომ მუხლი არ სივდება. მასში სითხე რომ დაგროვდეს, გადაადგილებას ვერც შევძლებდი. მატჩის წინ ვიღებ სამ ტაბლეტს, კიდევ ერთს მეორე დილით, ასევე ვოლტარენის გელს ვიყენებ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე.

და ეს არ ეხება მხოლოდ მუხლს. ხანდახან ბარძაყის ქვედა ნაწილი მტკივა, ზურგი ხშირად მაწუხებს და ვკოჭლობ. ყოველდღე პროცედურები განსხვავებულია, იმისდა მიხედვით, თუ რა სახის ტკივილს განვიცდი. ჩემს მომავალზე სერიოზულად უნდა ვიფიქრო.“ - ციტირებს სუარესის სიტყვებს Infobae.

0.114079