The Times-ის ცნობით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე „ადიდასის“ მაღალტექნოლოგიურ ბურთებს გამოიყენებენ.
წყაროს ცნობით, ბურთი აღჭურვილი იქნება მიკროჩიპით, რომელიც დაადგენს, მოხვდა თუ არა საგოლე შეტევის დროს ფეხბურთელს ბურთი ხელზე. ეს სისტემა იმუშავებს კიდურების თვალთვალის ტექნოლოგიასთან ერთად, რაც საშუალებას იძლევა რეალურ დროში შეიქმნას მოთამაშეების 3D ვიზუალური სურათები.
მიკროჩიპი ასევე ჩაწერს ბურთის დარტყმის ზუსტ დროს, რაც მსაჯებს დაეხმარება დაადგინონ, იყო თუ არა თამაშგარე.
ევრო 2024 გერმანიაში 2023 წლის 14 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაიმართება. მატჩები 10 ქალაქში ჩატარდება. ფინალურ ტურნირში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.