ფეხბურთი

2:54 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "დამამცირებელი მსაჯობა იყო, ეს დაუშვებელია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ პროტესტის ნიშნად „ინტერთან“ მატჩის (0:3) შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართა.

ნეაპოლელები მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილონი. მაძარის ნაცვლად ისაუბრა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ, რომელმაც მთავარი არბიტრი და VAR-ი გააკრიტიკა:

„მაძარი დღეს არ ილაპარაკებს, რადგან რაც მოხდა, იმაზე ძალიან გაბრაზებულია. ვფიქრობ, რაც დღეს მოხდა, დამამცირებელია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსაჯმა და VAR-მა ცუდად იმუშავეს. ლობოტკაზე უხეში და აშკარა ჯარიმა იყო, უცნაურია, რომ დავიდე მასა (მსაჯი - რედ) არ ჩაერია, ამ გოლმა მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური დარტყმა მოგვაყენა.

მეორე ეპიზოდია ოსიმენზე პენალტი, ჩვენს ფეხბურთელს მყესზე შეეხნენ, ფოლი აშკარა იყო, შეხედეთ სურათებს, დარღვევა აშკარაა, VAR-ზე მაინც უნდა შეემოწმებინათ. ლობოტკაზე ლაუტაროს მხრიდან ჯარიმაზე კი ვიდეორეფერის ჩარევა საჭირო არ იყო, ტრიბუნიდან ჩანდა ჯარიმა და მსაჯმა როგორ ვერ დაინახა?

გუნდმა ყველაფერი გაიღო, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ცხადია, კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ რაღაც, მაგრამ არ ვიმსახურებდით ასეთ დამამცირებელ მსაჯობას. არ მინდა საბაბი, მაგრამ როცა „ინტერის“ მსგავს გუნდებს ეთამაშები, უთანასწორობა დაუშვებელია. მსაჯთან არ მისაუბრია, დე ლაურენტისი კი გასახდელში იყო ვილაპარაკეთ. სამწუხაროა, რომ ასეთ რამეებზე გვიწევს საუბარი, რადგან გუნდმა კარგად ითამაშა, მაძარის მოსვლით ბალანსი დავიბრუნეთ“, - თქვა მელუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.

0.115235