ფეხბურთი

20:40 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" საოცარი ქამბექი, "ჩელსიმ" "ბრაიტონს" აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში „ლივერპულმა“ და „ჩელსიმ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს.

იურგენ კლოპის გუნდი შინ „ფულჰემს“ ორჯერ უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ შეინარჩუნა, მე-80 წუთზე მესამეც გაუშვა და სულაც უქულოდ დარჩენის საფრთხის წინაშე დადგა.

თუმცა, „წითლებმა“ ჩვეულ სტილში დააქამბექეს. 87-ე და 88-ე წუთებზე ენდომ და ალექსანდერ-არნოლდომა „ლივერპულს“ „ზღაპარში“ მოაგებინეს. შედეგად, კლოპის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „შეფილდ იუნაიტედს“ ესტუმრება.

„ჩელსიმ“ „ბრაიტონ ალბიონს“ აჯობა, უხერხულ მეტოქეს, თანაც პირველი ტაიმიდან მოყოლებული 10 ფეხბურთელით თამაშობდა. თუმცა, „არისტოკრატები“ ჯერ 2:0-ს იგებდნენ, მერე 3:1-ს და საბოლოოდ 3 ქულაც მოიპოვეს. „ჩელსი“ 19 ქულით ჯერ მხოლოდ მეათეა, წინ სტუმრად „მანჩესტერთან“ თამაში ელოდება.

„ლივერპული“ – „ფულჰემი“ 4:3 (2:2

გოლები: 1:0 ლენო (20. საკ.კარში), 1:1 უილსონი (24), 2:1 მაკალისტერი (38), 2:2 ტეტე (45), 2:3 დე კორდოვა (80), 3:3 ენდო (87), 4:3 ალექსანდერ-არნოლდი (88)

„ჩელსი“ – „ბრაიტონი“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ფერნანდესი (17), 2:0 კოლვილი (21), 2:1 ბუონანოტე (43), 3:1 ფერნანდესი (65. პენ), 3:2 ჟოაო პედრო (90)

0.137088