ფეხბურთი

19:32 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" მოიგო, მიქაუტაძეს სათამაშო დრო ისევ არ მიეცა

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-14 ტურში „აიაქსმა“ სტუმრად „ნაიმეგენი“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძეს თამაშის შესაძლებლობა ისევ არ მიეცა.

ქართველი ფეხბურთელის სიტუაცია ამსტერდამულ გუნდში უმძიმესი და შემაშფოთებელია. ასე თუ გაგრძელდა, მის კარიერაზე შეიძლება ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს.

„აიაქსმა“ მეტოქეს მეორე ტაიმში ორი გოლი გაუტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 18 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 დეკემბერს, სტუმრად „ვალვაიკს“ დაუპირისპირდება.

0.123995