ლუკა დონჩიჩს NBA-ში მორიგი ბრწყინვალე თამაში ჰქონდა, მაგრამ სლოვენიელმა „დალას მავერიქსი“ „ოკლაჰომა სიტისთან“ მარცხისგან ვერ იხსნა.
სტუმრებმა საბოლოოდ, 126:120 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს „დალასმა“ 30:0 გაქცევა მოაწყო, რის შედეგადაც სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრა და დაწინაურდა, მაგრამ მერე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წააგო.
ლუკა დონჩიჩი უბრალოდ დიდებული იყო, რადგან 46 წუთში 36 ქულა, 15 მოხსნა და 18 პასი მიითვალა. სლოვენიელმა 9-დან 6 ორქულიანი, 13-დან 5 სამქულიანი და 14-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.
„დალას მავერიქსი“ 11 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.