ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში „ლენოვო ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ობრადოიროსთან“ 87:92 დამარცხდა.
კანარიელებმა პირველი ტაიმი 11 ქულით მოიგეს, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე ნახევარში გაანიავეს და მარცხიც განიცადეს.
გიორგი შერმადინმა 20:26 წუთში 11 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 6 მოგებით და 6 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 დეკემბერს, „ბასკონიას“ ესტუმრება.