ფეხბურთი

1:30 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "ფროზინონეს" ადვილად მოუგო, კვერნაძეს ისევ არ უთამაშია

იტალიის სერია A-ში „მილანმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. სტეფანო პიოლის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ფროზინონე“ დაამარცხა.

„როსონერის“ არ ჰქონია იდეალური თამაში, მაგრამ მინიმუმისგან მაქსიმუმი მიიღო. მასპინძლებმა ყველა რეალური საგოლე მომენტი პრაქტიკულად გოლად აქციეს. ლუკა იოვიჩმა, კრისტიან პულიშიჩმა და ფიკაიო ტომორიმ სტუმრებს სამი გოლი გაუტანეს, რასაც ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ბოლოს პრესტიჟის გოლით უპასუხა.

„ფროზინონეში“ ისევ არ უთამაშია გიორგი კვერნაძეს, რომელიც თადარიგში იყო. „მილანი“ 29 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ფროზინონეს“ 18 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს.

0.122519