ფეხბურთი

20:18 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი დაამტკიცა

დღეს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის, დამტკიცდა ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი.

საქართველოს ნაკრები თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 9.25 მილიონი ევრო ერგება. ეს არის მინიმალური თანხა, რომელსაც ევრო 2024-ის მონაწილე 24-ვე ნაკრები მიიღებს. ამას დაემატება თანხა ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

მონაწილეობის საფასური: 9.25 მილიონი ევრო

მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო გამარჯვებაზე, ნახევარი მილიონი ევრო ფრეზე

მერვედფინალში გასვლის ბონუსი: 1.5 მილიონი ევრო

მეოთხედფინალში გასვლის ბონუსი: 2.5 მილიონი ევრო

ნახევარფინალში გასვლის ბონუსი: 4 მილიონი ევრო

ფინალისტის ბონუსი: 5 მილიონი ევრო

ევროპის ჩემპიონის ბონუსი: 8 მილიონი ევრო

მაქსიმალური თანხა, რომლის გამომუშავება ევროპის ჩემპიონს შეეძლება, თუ ჯგუფში სამივე მატჩს მოიგებს, არის 28.25 მილიონი ევრო.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2024 წლის 8 თებერვალს, პარიზში გაიმართება. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ერთა ლიგის სეზონში B ლიგაში ითამაშებს.

0.144119