ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ Corriere Dello Sera-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს მატჩი მისი კარიერის მთავარი სინანულია და რომ შეეძლოს, თავიდან ითამაშებდა.
„მატჩი, რომელსაც თავიდან ვითამაშებდი, 1994 წლის მუნდიალის ფინალია: იტალია-ბრაზილია. ამ თამაშს ვერ ვივიწყებ. ფინალისთვის ცოტა დაღლილები ვიყავით, ნიგერიასთან დამატებითი დრო ვითამაშეთ, ამერიკაში ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, რომელიც გვანადგურებდა, თუმცა, შეიძლებოდა სხვანაირად გვეთამაშა. ფინალის შემდეგ ნიჩაბს ვეძებდი, თავის დამარხვა მინდოდა, ასეთ რაღაცებს გონებიდან ვერ წაშლი, ვერ მოიშორებ.
ბავშვობაში ბევრჯერ ვოცნებობდი და წარმოვიდგენდი იტალია-ბრაზილიის ფინალს, სამი წლის ვიყავი 1970 წლის ფინალის დროს, ის წაგება ვერ დავივიწყე. რივას და სხვების გამო შურისძიება მინდოდა, ეს ჩემი ოცნება იყო. და, როდესაც ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა, ჩემს ირგვლივ სამყარო დაინგრა.
ჩემი კუმირი პაოლო როსი იყო, ის „ვიჩენცაში“ თამაშობდა, ჩემს ქალაქში, მე კი სტადიონზე მამასთან ერთად ველოსიპედით დავდიოდი. თამაშის სტილით ზიკო მიყვარდა, ღამით მასზე ვოცნებობდი“, - თქვა ბაჯომ.