ფეხბურთი

19:18 | 1.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ვისაც არ სჯერა, რომ "ინტერის" და "იუვეს" გადასწრება შეგვიძლია, შეუძლია ვარჯიშზე არ მოვიდეს"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ფროზინონესთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია.

„ჩემპიონატის დასრულებამდე 25 თამაშია დარჩენილი, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ რომელიმე მათგანს არ სჯერა, რომ „ინტერის“ და „იუვეს“ დაწევა შეგვიძლია, შეეძლოთ დღეს ვარჯიშზე არ მოსულიყვნენ, მაგრამ ყველა მათგანი მოვიდა. დარწმუნებული ვარ, კომპაქტური გუნდი მყავს, განსაკუთრებით რთულ მომენტში ყოველთვის არის ერთიანობა“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ 13 ტურის შემდეგ „მილანი“ „ინტერს“ 6, ხოლო „იუვენტუსს“ 4 ქულით ჩამორჩება.

0.11587