„ვირტუსის“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია სერია A-ს ნოემბრის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.
ქართველი კალათბურთელი ჩემპიონატის ვებგვერდმა გამოარჩია. სხვათა შორის, სიმბოლურშია საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ჯეიკობ პულენიც.
სერია A-ს ნოემბრის საუკეთესო ხუთეული ასეთია: თორნიკე შენგელია (ვირტუსი), ჯეიკობ პულენი (ნაპოლი), კრის დაუ (ტორტონა), ტომისლავ ზუბჩიჩი (ნაპოლი) და პეიტონ უილისი (პისტოია).
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ოქტომბერში სერია A-ს და ევროლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა.