ფეხბურთი

16:10 | 1.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტის ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სპალეტის ეს წოდება ცხადია, „ნაპოლიში“ მოგებული სკუდეტოს გამო მიენიჭება. საპატიო მოქალაქის წოდებას ლუჩანოს ოფიციალურად 7 დეკემბერს, მიენიჭება და მას შესაბამის ჯილდოს ნეაპოლის მერი გაეტანო მანფრედი გადასცემს.

დაჯილდოების ცერემონია კასტელ ნუოვოს სასახლეში გაიმართება. იტალიური მედია წერს, რომ ცერემონიას „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ დაესწრება, რაც საინტერესოა. როგორც ჩანს, დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის გასული სეზონის ბოლოს ურთიერთობა ძალიან გაფუჭდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში კი მესამედ მოაგებინა იტალიის ჩემპიონატი.

0.11036