კალათბურთი

1:54 | 1.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ 15 ქულით "ვირტუსი" ევროლიგაში მარცხისგან ვერ იხსნა

ევროლიგის მე-11 ტურში „ვირტუსი“ მიუნხენის „ბაიერნს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 76:90 წააგო.

იტალიურმა გუნდმა პირველი პერიოდი დამაჯერებლად, 8 ქულით მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ მიუნხენელებმა მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცეს და საბოლოოდ, ძალიან დამაჯერებლად მოიგეს.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 34 წუთში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. მან 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი „ბაიერნის“ წევრი სერჟ იბაკა იყო 24 ქულით და 13 მოხსნით, ხოლო „ვირტუსში“ შენგელიას გარდა, მარკო ბელინელი გამოირჩა 22 ქულით.

„ვირტუს ბოლონია“ 7 გამარჯვებით და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „ბარსელონას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.121385