Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ „რეალისა“ და „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ ალექს მერეტი დაიცვა, რომელსაც მესამე გოლის გამო კრიტიკა შეხვდა. მარკეტის აზრით, უფრო სერიოზული ხვიჩა კვარაცხელიას შეცდომა იყო, რომელმაც მაშინ, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, რეალური საგოლე მომენტის ეპიზოდში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„რა თქმა უნდა, არ არის სწორი მხოლოდ მერეტის შეცდომაზე საუბარი. მან მესამე გოლზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბურთმა მიმართულება შეიცვალა. ჩემი აზრით, უფრო სერიოზული შეცდომა დაუშვა კვარაცხელიამ: მან პასის სიძლიერე ცუდად გათვალა ოსიმენზე, მაშინ, როდესაც კარისკენ წასვლა და დარტყმა შეეძლო. გადამეტებულად მიმაჩნია მხოლოდ მეკარეზე საუბარი, რომელმაც მანამდე გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა. არ ვეთანხმები მათ, ვინც მხოლოდ მეკარეს აკრიტიკებს შეცდომის შემდეგ. სამწუხაროდ, შემტევი ფეხბურთელების შეცდომები ნაკლებად ხმაურობს და მიუხედავად იმისა, რომ ამ შეცდომებს თამაშზე გავლენა აქვთ, ამას არავინ ამბობს“, - თქვა მარკეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „რეალთან“ 2:4 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში გოლი არ გაუტანია, საგოლე პასი კი ერთხელ გააკეთა.