„ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარახცელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, მადრიდის „რეალთან" შვილის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 29 ნოემბერს, პართენოპელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში სტუმრად მადრიდულ გუნდთან ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ.
„ხვიჩასთვის მადრიდის „რეალთან“ თამაში განსაკუთრებული იყო. ჩვენ ოჯახში ყველა მხარს უჭერს „რეალს,“ ჩემს გარდა.
ხვიჩა ყოველთვის ოცნებობდა და ახლაც ოცნებობს მადრიდის „რეალში" თამაშზე. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ“, - ციტირებს ტვიტერზე კვარაცხელია უფროსის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.