ფეხბურთი

10:07 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო 61 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველი 20 მატჩის შემდეგ ყველა ტურნირზე 33 გოლი გაუშვა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია 1962/63 წლების სეზონის შემდეგ - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი OptaJoe ტვიტერზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ხუთი ტურის შემდეგ გაშვებული გოლების რაოდენობით ინგლისური კლუბების ანტირეკორდი განაახლა. მიმდინარე სეზონში გუნდმა 14 ბურთი გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში „მანჩესტერმა“ „გალათასარაისთან“ ფრედ 3:3 ითამაშა და ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში 12 დეკემბერს ერიკ ტენ ჰაგის გუნდი „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

0.122201