„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „რეალთან“ მატჩის (2:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და მოგებაც შეეძლო. მაძარი ძალიან კმაყოფილია ფეხბურთელების სულისკვეთებით.
„თამაშით კმაყოფილი ვარ, რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ 2:2-ის შემდეგ მესამე გოლსაც გავიტანდით. ზოგადად კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რა გარემოსა და სტადიონზე ვითამაშეთ. შესაძლოა, უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, რადგან „რეალი“ კონტრშეტევებზე მომაკვდინებელია. დასანანი მარცხია, რადგან ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო.
დანარჩენზე ცოტა რამის თქმა შემიძლია, რადგან მატჩი სწორი მენტალიტეტით ვითამაშეთ, თითქმის ყოველთვის ცოცხლები ვიყავით და მეტოქეს პრობლემები შევუქმენით. ანგისას გოლის დღევანდელი ზეიმი ადასტურებს იმ კარგ განცდებს, რაც ამ გუნდის მიმართ მაქვს და მჯერა, რომ ამ სულისკვეთებით კარგი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. დღესაც სწორი სულისკვეთებით ვითამაშეთ, რეაგირება მოვახდინეთ და ეს ძალიან დამამშვიდებელი ფაქტია. ძალიან მაღალი დონის მეტოქე გვყავდა და ეს გასათვალისწინებელია. დიახ, ოსიმენი მხოლოდ მეორე ტაიმს რომ ითამაშებდა, თავიდანვე შეთანხმებული იყო. ის ტრავმიდან ახლახან დაბრუნდა და არ გვინდა, ძალიან დაიტვირთოს“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ბოლო ტურში მოუწევს მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლა „ბრაგასთან“, მაგრამ დიდი უპირატესობა აქვს, რადგან საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით არ უნდა წააგოს.