ფეხბურთი

18:40 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისს" "დინამო თბილისის" 16 წლის ტალანტი დაუკავშირეს

სევილიის „ბეტისი“ „დინამო თბილისისა“ და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ნიჭიერი შემტევით, ვახტანგ სალიათი დაინტერესდა.

ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი რამონ პლანესი ავრცელებს. სევილიური კლუბის სკაუტები ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან და საუბარია „ბეტისის“ ახალგაზრდულ გუნდში ტრანსფერზე. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ვახტანგ სალიამ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბოლო ორ შეხვედრაში, „ტორპედოსა“ და „დინამო ბათუმის“ წინააღმდეგ ითამაშა. ის საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრიცაა, რომელთანაც ერთად ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა.

0.115178