ფეხბურთი

11:02 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "გულშემატკივრები სამართლიანად ბრაზობენ"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „დორტმუნდთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გულშემატკივრები გაბრაზებული სამართლიანად არიან და ახლა მისი გუნდი ვალდებულია ნიუკასლში მოიგოს.

„მატჩი მაშინ წავაგეთ, როცა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიდიოდა, გაცუდებულ პენალტს ვგულისხმობ, თუმცა, მეტოქის მეორე გოლამდე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ჩაოს ტრავმამ დაცვაში ბალანსი შეცვალა, მეტოქემ უკეთ ითამაშა, განსაკუთრებით ღია სივრცეებში.

იმედგამაცრუებელი საღამო იყო, შესანიშნავი შანსი გვქონდა. ახლა ვალდებული ვართ ნიუკასლში წავიდეთ და მოვიგოთ. კიდევ ერთი ტრავმა? რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ამ წაგების მერე რთულია სიტყვების პოვნა. გულშემატკივრებს უფლება აქვთ გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყვნენ, ჩვენ უკეთესად უნდა ვითამაშოთ“, - თქვა პიოლიმ.

„მილანი“ ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ ბოლო ტურში სტუმრად „ნიუკასლს“ დაამარცხებს, ხოლო „დორტმუნდი“ პსჟ-ს მოუგებს.

0.120993