ფეხბურთი

21:00 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "დინამო ბათუმს" 6:2 მოუგო, "ტორპედომ" "შუქურას" - 9:0

საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტური ორი შედეგიანი მატჩით დასრულდა, რომელშიც ჯამში 17 გოლი გავიდა.

„დინამო თბილისმა“ აწ უკვე მოქმედ ჩემპიონ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა. ეს თამაში სეზონის კულმინაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბათუმელებმა წინა ტურში გაინაღდეს ჩემპიონობა და შეხვედრამაც ფორმალური ხასიათი მიიღო.

ანდრეს კარასდოს გუნდმა კი ჩემპიონი 6:2 დაამარცხა. ჯოვინოს გოლით ბათუმელები მესამე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე სიტუაცია შეიცვალა. თბილისელებმა შესვენებამდე სტუმრებს 5 გოლი გაუტანეს, რასაც ალეკსანდერ იაკობსენმა უპასუხა (5:2). მეორე ნახევარში მასპინძლებმა უსმანე კამარას გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

„დინამო თბილისს“ 68 ქულა დაუგროვდა და სეზონს მეორე ადგილზე აასრულებს, ხოლო ჩემპიონი „დინამო ბათუმის“ აქტივში 73 ქულაა. ბოლო ტურში თბილისელები „საბურთალოს“, ბათუმელები კი „ტორპედოს“ შეხვდებიან.

„ტორპედოს“, რომელმაც გორის „დილას“ წაგებით ისარგებლა და საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურა“ 9:0 გაანადგურა. არადა, 28-ე წუთამდე ნულოვანი ანგარიში იყო, უფრო მეტიც, აჭარლებმა პენალტი ვერ გაიტანეს. მერე მოედანზე ფეხბურთს მხოლოდ „ტორპედო“ თამაშობდა. მორიგი დიდებული გოლი გაიტანა გიორგი არაბიძემ, ხოლო ჰეთ-თრიქით ნიკოლა ნინკოვიჩი გამოირჩა. ორ-ორი გოლი მითვალეს დავით იმედაძემ და გიორგი ფანცულაიამ. „ტორპედომ“ „დილას“ ორი ქულით გაუსწრო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში და ბოლო ტურში ქულაც ეყოფა „დინამო ბათუმთან“.

„ტორპედო“ – „შუქურა“ 9:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბუღრიძე (28), 2:0 ნინკოვიჩი (33), 3:0 არაბიძე (57), 4:0 ნინკოვიჩი (63), 5:0 ნინკოვიჩი (67), 6:0 ფანცულაია (71), 7:0 ფანცულაია (77), 8:0 იმედაძე (85), 9:0 იმედაძე (90)

„დინამო თბილისი - „დინამო ბათუმი“ 6:2 (5:2)

გოლები: 0:1 ჯოვინო (3), 1:1 ხვადაგიანი (8), 2:1 ბეგაშვილი (16, ა.გ), 3:1 მარუშიჩი (19), 4:1 ხარაიშვილი (22), 5:1 სხირტლაძე (34), 5:2 იაკობსენი (36), 6:2 კამარა (67)

1.334368