ფეხბურთი

12:50 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი: „ხვიჩას გამოჩენა ნამდვილი მოულოდნელობა იყო“

„ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ლიორენტემ, ნეაპოლიტანურ კლუბში თამაშის დროს მიღებული ემოციები გაიხსენა და გუნდის ამჟამინდელ ლიდერებზე: გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზეც გაიზიარა.

„არცერთ სხვა კლუბში არ მინახავს ის ვნება, როგორიც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს აქვთ. „იუვენტუსი“ უზარმაზარი კლუბია, მაგრამ ვნება, რომელიც ნეაპოლში ვნახე, სხვა განზომილებაა (ლიორენტე „იუვენტუსში“ თამაშობდა 2013 - 2015 წლებში, „ნაპოლიში“ - 2019-2021 წლებში).

თუ ვსაუბრობთ ოსიმენეზე და კვარაცხელიაზე, ვიქტორმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი სისწრაფით და მოქმედების სიცხადით. კვარაცხელია კი ნამდვილი მოულოდნელობა იყო, გასულ სეზონში მან დიდებულად ჩაატარა, ძალიან მომწონს მისი თამაში“, - ციტირებს ლიორენტეს სიტყვებს AS.

0.122167