ფეხბურთი

0:37 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გველესიანის 90 წუთი "ალ-ნასრთან": რონალდუმ მსაჯს პენალტი გააუქმებინა (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „ალ-ნასრმა“ „პერსეპოლისს“ უმასპინძლა, სადაც გიორგი გველესიანი თამაშობს.

ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და პრაქტიკულად უშეცდომოდ გაისარჯა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასაწყისში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუს წაქცევისთვის პენალტი დანიშნა, მაგრამ პორტუგალიელმა არბიტრს უთხრა, რომ პენალტი არ იყო, ამიტომ არბიტრმა გადაწყვეტილება შეცვალა.

საბოლოოდ, მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

ბოლო ტურის წინ უკვე გადაწყდა, რომ „ალ-ნასრი“ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ხოლო „პერსეპოლისი“ მეორე ადგილით.

0.141963