მადრიდის „რეალში“ ტრავმების ეპიდემიაა, რის გამოც არაა გამორიცხული იანვარში თავდამსხმელი შეიძინოს.
ესპანური მედია „გალათასარაის“ შემტევის, მაურო იკარდის ტრანსფერზე წერს. უკვე დადასტურდა არგენტინელი ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი. ჯერჯერობით, „სამეფო კლუბს“ იკარდიზე შეთავაზება არ გაუკეთებია, მაგრამ შესაძლოა, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.
მაურო იკარდი ბოლო ორი სეზონია „გალათასარაიში“ თამაშობს, რომლის მაისურით 47 მატჩში 39 გოლი გაიტანა.