ფეხბურთი

18:18 | 27.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაზე "სან სიროს" ატმოსფეროს არ იცნობს"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „დორტმუნდთან“ მატჩის წინ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა „სან სიროზე“ თამაშის მნიშვნელობას და ფანების მხარდაჭერაში დარწმუნებულია.

„მნიშვნელოვანი მატჩი, რომელიც შეიძლება გარდამტეხიც იყოს. „დორტმუნდი“ ძლიერი გუნდია, ამიტომ, 95 წუთის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მიზანი ნათელია: გვინდა ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანი ვიყოთ და ჯგუფიდან გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვიცოდით „ყვითელი კედელი“ (დორტმუნდის ფანების სექტორი - რედ), მაგრამ ისინი არ იცნობენ ჩემპიონთა ლიგაზე „სან სიროს“ ატმოსფეროს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტიფოზები ხვალ საღამოსაც დაგვეხმარებიან“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ ოთხ ტურში 5 ქულა აქვს, ხოლო „დორტმუნდი“ 7 ქულით ჯგუფის ლიდერია.

0.117664