ფეხბურთი

18:56 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის დუბლი "ნიურნბერგის" წინააღმდეგ

„კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-14 ტურში დუბლი შეასრულა.

ბუდუ თამაშში მხოლოდ 81-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ ეს დროც საკმარისი გამოდგა, რომ მეტოქისთვის ორი გოლი გაეტანა. 89-ე წუთზე მან ანგარიში 3:1 გახადა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე მეორეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზივზივაძემ „კარლსრუეში“ პირველად შეასრულა დუბლი, მიმდინარე სეზონში 3 გოლი დაუგროვდა, ხოლო გერმანელ კარიერაში - 4.

„კარლსრუე“ 14 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-14 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე როსტოკის „ჰანზასთან“ გამართავს.

0.113119