ესპანეთის ლიგა ენდესაში „სარაგოსა“ სტუმრად „ბრეოგანთან“ 77:82 დამარცხდა, თად მაკფადენს კი არაგონულ გუნდში დებიუტი ჰქონდა.
მაკფადენმა ახალ გუნდში 19 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 9 ქულით გამოირჩა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 5-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„სარაგოსა“ 3 მოგებით და 8 წაგებით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 დეკემბერს, „მურსიას“ უმასპინძლებს, რომლის რიგებში მაკფადენი თამაშობდა.